2024 წლის 18-21 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი სამუშაო ვიზიტით ესტუმრა სლუპსკის უნივერსიტეტის სამართლისა და ადმინისტრაციის ინსტიტუტს, პოლონეთში. დეკანი დაესწრო აკადემიური წლის გახსნის ცერემონიას და პროფესორ ირაკლი ბურდულს საპატიო დოქტორის წოდების გადაცემის ცერემონიას.
ვიზიტის ფარგლებში, დეკანი ასევე ეწვია ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც გაიმართა შეხვედრები, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამართლის სკოლის ხელმძღვანელთან პროფ. იაროსლავ ტურაკოვსკისთან, და უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან ადამ ნივიადომსკისთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მომავალი ქართული-პოლონური იურისტების ასოციაციის კონგრესთან დაკავშირებული საკითხები და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების გზები.